უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2016 11:55
font-size

სამოქალაქო საზოგადოება პროდასავლურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან ,,ქართული ოცნების’’ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

მედიაში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვა ვრცელდება, რომლითაც ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, გაერთიანდნენ, რათა არ დაუშვან არჩევნების მეორე ტურში ,,ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.

,,არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე. საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა. ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს. ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძლზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში! ჩვენ ვაცნობიებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით.

ხელმომწერები: გურჩიანი თამარ, ბუღაძე ლაშა ბასილაია-შავგულიძე, ლიკა მშვენიერაძე გიორგი ფერაძე, ნატა ტანგიაშვილი, ნოდარ კაკაბაძე, ნინია ელისაშვილი, ცირა დანელია ნინო შამუგია, პაატა ბუხრიკიძე, დავით ცოფურაშვილი, თათა ჭითანავა, ეკა თაბაგარი გიორგი პატარაია, ბაია ხატიაშვილი, თეო ნონიაშვილი, გიორგი ხოშტარია, გოგი ფანცულაია, ნანა მინდიაშვილი, ბექა ცინცაძე, ნინო დევდარიანი, ქეთი ეძგვერაძე, გია კიკნაველიძე, ირაკლი გურული, მაგდა ზაუტაშვილი, ილიკო ცეცხლაძე, ნიკო კორძაია-სამადაშვილი, ანა ჯაფარიძე, მამუკა ჯიბუტი, სოფო მანჩხაშვილი, ნოდარ ბაბუნაშვილი ვახო მშვილდაძე, მიშა ბასილაია, მერაბ ჟვანია, ანა საღინაძე, ირაკლი გულედანი, აჩიკო უგულავა, სალომე ქავთარაძე, გოგი აბაშიძე, ზაზა ღავთაძე, მაკო ჩხიკვაძე ანა ხონელიძე ლელა გელავა სოფო თურმანიძე თორნიკე,’’ - ნათქვამია მიმართვაში.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი