უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 სექტემბერი, 2020 16:10
font-size

სანამ შემდეგ უბედურებას გადაგვკიდეს, მშვიდად გავძლოთ კიდევ 4 კვირა და მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტსა და გუშინდელ პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიტიმიტაციის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის, რაც მარნეულში ხდება, მას შევრდნაძის ქმედებებს ახსენებს, ხოლო ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან დაკავშირებით აკეთებს - შუა ომის დროს განცხადებები საზღვრებთან დაკავშირებით, სააკაშვილის თქმით, ეს დაგეგმილი პროვოკაციაა.

“ის რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით 31 ოქტმობერს, ხოლო ხელისუფლებას არ სურს, მშვიდობიანად წასვლა, ის ცდილობს არიოს სიტუაცია ძალადობის და დაშინების გზით, ცდილობს ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. ეს რა თქმა უნდა, არ გამოვა!

ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, სხვა ქვეყნებში სხვა ავტორიტარული გაკოტრებული ხელისუფლება და ყოველთვის ეს მთავრდებოდა ერთი და იგივე რამით - მათი გარდაუვალი მარცხით. და ეს ასეც იქნება საქართველოშიც!

ისინი მიმართავენ ძალადობას და ტყუილებს.

ის რაც გუშინ იკადრეს, აზერბაიჯანთან - ჩვენ ურთიერთობებზე, ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის - გარეჯის ძეგლის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. ამაზე საუბრობდნენ ჟურნალისტებიც, და მე გეტყვით რას აპირებენ ისინი: - ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მნისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების.

შემდეგ ისნი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობით აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რომელიც იტყვის რომ ფული გდაიხადეს 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება FSB-ს პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვიხებისთვის - და მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა.

სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია.

ჩვენ აზერბაიჯანთან სერიოზული პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით.

მთვარი კი - ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა ქართველი არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, საკუთარ სიწმინდეებთნ შეხების საშუალება ჩაუკეტეს, საკუთარ ისტორიასთან, საკუთარ კულტურასთან და ეს მოხდა ამათ დროს.

ამავე დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა მეზობელთან ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე - ეს ძალიან საშიშია. ის რომ ეს პროვოკაცია ხდება ომის ფონზე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი - ესეც ხომ არ არის შემთხვევითი.
სანამ შემდეგ უბედურებას გადაგვკიდეს, მშვიდად გავძლოთ კიდევ 4 კვირა და მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი და სწრაფად დავალაგოთ ურთიერთობები გამომდინარე ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან,“ - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამბობს, რომ მისი მმართველობის პირობებში ზემოდან ყურებას და დამცირებას ქართველებზე ვერავინ შეძლებს, რადგან მისივე თქმით, საქართველო "პატარა სოფელი" არ არის და აქ "არც ბნელა".

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი