უკან
კონფლიქტის ზონა
18 ივნისი, 2018 10:45
საოკუპაციო ძალების მიერ 68 წლის მწყემსის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის, 68 წლის მიშა პეტრიაშვილის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ გაიტაცეს, როცა ის ორ თანასოფლეთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსამდა.
ადგილობრივების თქმით, მწყემსები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.