უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2016 17:00
font-size

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

თბილისი. მედიანიუსი. 19.10.16. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნმო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე წლის 30 ოქტომებრს დანიშნა, ასევე 22 ოქტომბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანხმად, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, ამ შემთხვევაში, ამავე კანონის 126-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველო ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, სამაუწყებლო კომპანიებს წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული ვალდებულებები წარმოექმნებათ (დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებგვერდზე), კომისია კი აღნიშნული ვალდებულებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს.

მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედიამონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: ა) წინა საარჩევნო რეკლამა; ბ) წინა საარჩევნო დებატები; გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

ასევე, მონიტორინგს ექვემდებარება ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაზეთები.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი