უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2017 17:05
font-size

საპარლამენტო დელეგაციამ ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

20-21 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პაოლო ალისასთან და გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაჩან ილდემთან, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებსა და ალიანსში გერმანიის, ლიტვის, თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან და აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან.

ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

შეხვედრებზე ყურადღება 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობას და ამ მაღალი დონის ღონისძიებისთვის მზადების პროცესზე გამახვილდა.

ალიანსისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს ასამბლეის სამომავლო პრიორიტეტებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დემოკრატიული გარდაქმნების მხრივ საქართველო ლიდერია. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალ სტანდარტზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და რეფორმებზე, ასევე, საზოგადოების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მაღალ მხარდაჭერაზე.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრებისას ხაზი გაუსვეს, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია და შესაბამისად, ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ პროცესში შემდგომი წინსვლის მისაღწევად. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ყველა პრაქტიკული მექანიზმის, ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან გამოყენებას ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში. ცალკე აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატო-ში მიმდინარე დისკუსიებსა და კონკრეტულ აქტივობებში საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ალიანსისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. მათ ხაზი გაუსვეს ალიანსის მზაობას პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში. ნატო-ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, კერძოდ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვეს ალიანსის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი და არჩევანი მტკიცეა, რასაც საზოგადოებრივი აზრი, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და გადაწყვეტილებები ადასტურებს. საქართველო არის საიმედო მოკავშირე როგორც დემოკრატიული პრინციპების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით”, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ.

ქართველი პარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა კონსულტაციები ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში. ქართული მხარის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ში აშშ-ის მისიის მიერ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაში, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტარები მონაწილეობდნენ.

ბრიუსელში გამართული შეხვედრები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ შეაფასა. „ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო ვიზიტი შედგა. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ინტენსიური პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ არაერთ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების კუთხით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის მხრიდან არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, სერგი კაპანაძე, ბექა ოდიშარია, გიორგი კანდელაკი და ცოტნე ზურაბიანი დაესწრნენ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი