უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
19 ივნისი, 2018 16:25
საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრობის წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს
ყველა საპარლამენტო კომიტეტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მინისტრობის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით, პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, შეხვედრები დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს შორის ფრაქციებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.