უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
სამართალი
 
					
					
											საპარლამენტო კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირა
განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.
ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.
კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა.
როგორც ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „საჭირო არ იყო მიკიბ-მოკიბვით იმაზე საუბარი, რომ კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა“. პასუხად კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო. ჯაშის თქმით, ერთგვარი გაუგებრობა და დისკუსია ახალი უქმე დღის დაწესების საკითხმაც გამოიწვია.
ჯაშმა „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვა გაზი. კომიტეტის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთონ ისტორიკოსები.
საკვანძო სიტყვები:
													თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
4 ნოემბერი, 2025 , 12:14
კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
4 ნოემბერი, 2025 , 11:01
ელენე ხოშტარია პატიმრობაში რჩება
3 ნოემბერი, 2025 , 18:27
პოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისა და ფლობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
3 ნოემბერი, 2025 , 18:12
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
31 ოქტომბერი, 2025 , 11:00
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
30 ოქტომბერი, 2025 , 21:31
				
								