უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ოქტომბერი, 2025 21:31
font-size

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 54,2952 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“, რომელიც რეალიზაციის მიზნით 50 შეკვრად დააფასოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 54,2952 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“ (ფუძე). შემდგომში უკანონო რეალიზაციის მიზნით მან ნარკოტიკული საშუალება 50 შეკვრად დააფასოვა, საიდანაც 33 შეკვრას პირადად ინახავდა, ხოლო 17 ცალად დაფასოებულ და კრისტალური სახით არსებულ ნარკოტიკულ საშუალებას, ელექტრო სასწორსა და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალას მის დროებით საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური

30 ოქტომბერი, 2025 , 21:18

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტ

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

29 ოქტომბერი, 2025 , 18:09

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 300 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა.  ექს მაღალჩინოსანს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. ასევე

ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა

29 ოქტომბერი, 2025 , 16:27

საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებელი ნინო დათაშვილი თავისუფალია. მან რუსთავის მე-5 ქალთა საპატიმრო დატოვა. "არაფრის თავი არ მაქვს. გეხვეწებით, ნუ გადამიღებთ. მტკივა ყველაფერი, დაჯდომა მინდა. არ ჩამეხუ

ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:44

ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს

29 ოქტომბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, –

პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

28 ოქტომბერი, 2025 , 14:45

საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებულ