უკან

სამართალი

3 ნოემბერი, 2025 18:12
font-size

პოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისა და ფლობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა თავის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ელენე ხოშტარია პატიმრობაში რჩება

3 ნოემბერი, 2025 , 18:27

თბილისის საქალაქო სასამართლომ, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის არის ბრალდებული, პატიმრობაში დატოვა. კერძოდ, სას

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი

31 ოქტომბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

30 ოქტომბერი, 2025 , 21:31

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური

30 ოქტომბერი, 2025 , 21:18

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტ

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ შეფს 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

29 ოქტომბერი, 2025 , 18:09

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 300 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა.  ექს მაღალჩინოსანს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. ასევე

ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა

29 ოქტომბერი, 2025 , 16:27

საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებელი ნინო დათაშვილი თავისუფალია. მან რუსთავის მე-5 ქალთა საპატიმრო დატოვა. "არაფრის თავი არ მაქვს. გეხვეწებით, ნუ გადამიღებთ. მტკივა ყველაფერი, დაჯდომა მინდა. არ ჩამეხუ