უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს
მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს.
მანამდე კი “ქართული ოცნების” წევრები ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.
მომავალი კვირა არასასესიო კვირაა, შესაბამისად, საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება 48 საათში შეიკრიბოს და სხდომა ჩაატაროს.
“ჩვენ სიღრმისეულად, დიდი ინტერესით გავეცნობით ვენეციის კომისის დასკვნას. პირადად მე არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ დასკვნაში რაიმე სახის სამართლებრივი შენიშვნები იქნება. ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა გავითვალისწინეთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი