უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 16:45
font-size

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრება

საქართველოს საპატრიარქოს სამკაციანი დელეგაცია, ერთ კვირაში, მოსკოვში გაემგზავრება.

ამის მიზეზი რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებაა, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება.

მოპატიჟება რუსეთის პატრიარქ კირილის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტისას რამდენიმე კვირის წინ პირადად ილია მეორეს გადასცა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებაზე არ მიემგზავრება თავად საქართველოს პატრიარქი.

დელეგაციას ახალციხის, ტაო კლარჯეთსა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელძღვანელი და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ეკლესიებთან დაკავშირებით შექნნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებიც დაისმება.

„რა თქმა უნდა, დასვამენ ამ საკითხს, აფხაზეთის საკითხსაც და ცხინვალის საკითხსაც ყველა შემთხვევაში დასვამენ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ კომპეტენტურ პირებთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქცია განხორციელდეს. არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვარ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართულ სამღვდელოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოემსახუროს თავის მრევლს“,- განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი