უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

საპატრიარქოში გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართული ხელისშეშლაა, რომ ოჯახის წევრები პატრიარქს არ შეხვდნენ - ადვოკატი

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდებულის ოჯახის წევრბის შეხვედრა პატრიარქთან მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ამის შესახებ რამიშვილმა „ტვ პირველს“ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც დეკანოზის მოსანახულებლად იყო მისული.

„შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საპატრიარქოში გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართული ხელისშეშლაა, რომ ოჯახის წევრები პატრიარქს არ შეხვდნენ. არაერთხელ ყოფილა შემოთავაზება და დაგეგმვა ოჯახის წევრებთან შეხვედრის, მაგრამ როდესაც შეხვედრის დრო რეალურად დგებოდა, იმწუთშივე ხდებოდა ცვლილებები. უფრო გონიერად უნდა მოიქცნენ ის პირები, ვინც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. არაერთ სასულიერო პირს, რომელსაც უფლება აქვს შევიდეს და მოინახულოს ნებისმიერი პატიმარი, მითუმეტეს მამა გიორგი, უთქვამს, რომ მეუფე იაკობი არ მაძლევს საშუალებას და ნებას, რომ ვინახულო მამა გიორგიო. მე უკვე დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ძალიან ბევრს ეშინია მამა გიორგისთან საუბრის და ამ ბევრში, მაღალი იერარქიული პირები არიან, სასულიერო პირები“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პატრიარქს დეკანოზ მამალაძის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება.

„როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, მაშინ სულ რამდენიმე წუთით ვნახეთ და გავიმეორებ, რომ მას სხვა პოზიცია ქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც იგივე პოზიცია ექნება პატრიარქს. მან ძალიან გარკვევით გვითხრა, რომ მამა გიორგის ორგულობაში ეჭვი ეპარება, წარმოუდგენელია მისთვის.

ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე ადვოკატების მისვლის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამემ წარმოშვა, რომ ჩვენ შეგვიძლია პატრიარქს სიმართლე თავიდან ბოლომდე ვუთხრათ და ჩემთვის, პირადად ძალიან მიუღებელია, როდესაც საუბრობენ, რომ გამოძიებას ენდობიან.

კი, ბატონო ენდონ, მაგრამ ჯერ ჩვენ მოგვისმინონ“,-აღნიშნა ადვოკატმა.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი