უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა - გიორგი აბაშიშვილი
საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აბაშიშვილის თქმით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები და ასოცირების შეთანხმება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო პატიმრობის საკითხს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იუნკერი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმირებას, რომელზე მუშაობაც დაიწყება. პრეზიდენტებმა განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამავდროულად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრეზიდენტ იუნკერს გააცნო ის აქტივობები, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა უვიზო მომოსვლის საკითხში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ცხადია საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ სამხედროს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პრაქტიკულად იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.
პრეზიდენტი იუნკერი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევასა და ქმედებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ნაწილში და სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულება იყო პრეზიდენტ იუნკერის თანხმობა ორმხრივ, ახალი თანამშროლობის ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.