უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 თებერვალი, 2026 10:49
font-size

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების დეპარტამენტმა განახორციელა კვლევა „მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველასთვის: ხარვეზების აღმოფხვრა“, რომელიც მიზნად ისახავდა 194 ქვეყანაში ფორმალურ განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების დანერგვისა და მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასებას.

კვლევის თანახმად, ზოგად განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების ინტეგრირებული მიდგომა, 194 ქვეყნიდან 75 ქვეყანაშია დანერგილი, რაც გულისხმობს მედიაწიგნიერების სწავლებას ისეთ საგნებთან ერთად, როგორებიცაა სამოქალაქო განათლება, ისტორია, ენები და მათემატიკა. საგულისხმოა, რომ საქართველოში განათლების ზოგად საფეხურზე ეს პრაქტიკაც ფართოდაა დანერგილი, შესაბამისად, საქართველო აღნიშნულ 75 ქვეყანას შორისაც მოხვდა.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია ზოგად განათლებაში, საგანი უმეტესად სკოლის დაწყებით საფეხურებზე ისწავლება. ამასთან, ანგარიში ადასტურებს იმასაც, რომ გაზრდილი ციფრული ავტონომიიდან გამომდინარე, მოზარდობის პერიოდი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მედიაწიგნიერების სწავლებისთვის. საქართველოში მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, X-XI კლასებში ისწავლება.

საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად, 2025 წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა, ხოლო სკოლების 90%-ზე მეტი რეგიონის სკოლებს წარმოადგენენ.

პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 2,600 მასწავლებელია გადამზადებული. სწორედ ComCom-ის ძალისხმევით, მედიაწიგნიერება შეტანილია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული არჩევითი საგნების ნუსხაში.

„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X-XI კლასების მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და I სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000396030.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო - შსს

12 მარტი, 2026 , 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნე

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

11 მარტი, 2026 , 13:33

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თ

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

11 მარტი, 2026 , 13:28

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

11 მარტი, 2026 , 13:16

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილის

`დაიცავი განათლება` - თბილისში დღეს აქცია გაიმართება

9 მარტი, 2026 , 11:36

“დაიცავი განათლება” –  დღეს თბილისში აქცია ჩაინიშნა. ქუჩებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოვლენ. მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმ

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

6 მარტი, 2026 , 18:21

საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და  ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი