უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ქ. ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის - „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვიტარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა”-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი