უკან

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2017 17:45
font-size

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას განაცხადა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, გროისმანმა აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს“,-აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება. ამ თვალსაზრისით, მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა.

შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო- უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.

შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გააქტიურება და განვითარება იყო.

მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად და უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მისი და უკრაინის დელეგაციის სახლით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ.

მონიკა დავლიანიძე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი