უკან
პოლიტიკა
14 მარტი, 2018 12:55
საქართველო მზადაა შვედეთში გასამართლებული თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად
საქართველო მზადაა, გადაიყვანოს სამშობლოში შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები. შვედური რადიოს ინფორმაციით, შეთანხმებას მხარეები არა უგვიანეს 2 თვეში მოაწერენ.
შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა შვედეთის იუსტიციის მინისტრის, მორგან იოჰანსონისა და საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ.
როგორც შვედური რადიო იტყობინება, შვედეთში 70-მდე საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს ადგილობრივ ციხეებში, თუმცა საქართველო აქამდე მათ დაბრუნებაზე უარს ამბობდა და ამას განმარტავდა ქართულ პენიტენციურ სისტემაში ადგილების ნაკლებობით.