უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივნისი, 2017 14:40
font-size

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2017 წლის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო მოხვდა პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა სრულად იცავს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ტრეფიკინგისა და შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა კომპლექსურ დახმარებას, ასევე ახორციელებს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ კალათაში განთავსების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ გაუზრდია საკანონმდებლო დონეზე ტრეფიკინგთან ბრძოლის მექანიზმები, ასევე არ გაუზრდია ძალისხმევა, რათა მოხდეს იმ ბავშვბეის იდენტიფიცირება, რომლებსაც ქუჩაში მათხოვრობასა და დანაშაულის ჩადენას აიძულებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს ქართულ მხარეს, იმუშაოს ამ მიმართულებით

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ საქართველო არის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანა როგორც ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ასევე ქალების, კაცებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის. გამახვილებულია ყურადღება აჭარის რეგიონზე, რომლის ტურისტულ ადგილებში აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ ქალებს იძულებითი პროსტიტუციით აკავებენ, ასევე საუნებში, სტრიპტიზ კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში. საქართველო წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას ცენტრალური აზიის ქალებისთვის, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევენ თურქეთში. საქართველოში მცხოვრები ქალები და გოგონები ხდებიან სექსტრეფიკინგის მსხვერპლნი როგორც თავად საქართველოში, ასევე მეზობელ თურქეთში, უფრო ნაკლებად ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

დოკუმენტის მიხედვით, ქართველი ქალები და კაცები არიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი საქართველოსა და თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში.

საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას წარმოადგენენ სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდა უცხოელი ქალები.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი