უკან

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 14:05
font-size

საქართველოდან შორს თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს - ლევან იზორია

„თითოეული თქვენთაგანი ამტკიცებს იმ საქმეს, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჰქვია. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სწორედ თქვენი თანადგომით და თანამონაწილეობით ჩვენ მათთან ერთად ვამტკიცებთ მსოფლიოში უსაფრთხოებას. ამიტომ ვართ სანდო პარტნიორები. დარწმუნებულები იყავით, რომ მართალია საქართველოდან შორს, მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს. დღეს თუ ყველაზე მეტად არის ქართველი საქართველოს დროშით დაფასებული, ეს თითოეული თქვენთაგანია“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრელიაში გაიმართა. ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა და საერთაშორისო ოპერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღესII ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, განმტკიცება იმ მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ვამტკიცებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ“.

ქართველი სამხედროების დასამშვიდობებლად ალექსეევკაში მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმყოფებოდნენ. მათ მშვიდობისმყოფელების მისიის წარმატებით განხორციელება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„დღეს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ბანგიში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული მიემგზავრება. მინისტრი იზორია და მე აეროპორტში მოვედით, რათა ქართველ სამხედროებს დავემშვიდობოთ და მშვიდობიანი ფრენა ვუსურვოთ. ვფიქრობ, მისია, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები ერთვებიან, ძალიან მნიშვენლოვანია. როგორც იცით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა. გასული წლის აპრილში, როდესაც თქვენი პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა, ეს თემა ორმხრივი დისკუსიების მთავარი საკითხი იყო,“ - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართული კონტინგენტი, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 4-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. მათ პატრულირება, საგუშაგოების და საპატრულო ბაზის მოწყობა, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციები, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო მომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს. ნაკრები ოცეულის შემადგენლობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა დროს ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები იყვნენ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი