უკან

პოლიტიკა

29 აპრილი, 2017 16:35
font-size

საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ უკან აღარ მიუხედავს - გიორგი კვირიკაშვილი

შარშან ჩვენ აღვნიშნეთ საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ეს იყო ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რომლის შემდეგაც შეიძლება მხოლოდ წინსვლა და არც ერთი ნაბიჯი უკან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ უკან აღარ მიუხედავს.

„ამ მოკლე ისტორიულ პერიოდში ჩვენმა პატარა ქვეყანამ დაძლია სიღარიბე, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და მათი ნაწილის ოკუპაცია მეზობლის მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება საქართველოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გარე თუ შიდა გამოწვევებისა, ჩვენ მაინც შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ.

მართალია, წინ კიდევ დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველოს ჩამოყალიბება სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანად.

რასაკვირველია, ამ წარმატებისთვის ერთპიროვნულად არ მიგვიღწევია. ჩვენ გვერდში მეგობრები და მოკავშირეები იდგნენ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება.

”ამ ისტორიული სასახლის კედლებს ახსოვთ ჩვენი საერთო ისტორიის ბევრი დრამატული თუ სასიხარულო მოვლენა. აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა. თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად.

გარდა ამისა, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში - ყოველივე ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორი კომპაქტის წყალობით მოხდა.

2009 წელს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ფართო და სულ უფრო მზარდი ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დადგენის მთავარ მექანიზმს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მომავალშიც იყოს რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი.

”აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს - სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს’’, - განაცხადა პრემიერმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი