უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2024 18:16
font-size

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფეროში მომუშავე მენეჯერები, მსაჯები, ჟურნალისტები, მწერლები, მათ შორის, ESPN-ის, მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“, „აიაქსის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთევან ებანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ და მასზე ხშირად საუბრობენ კიდეც.

„თუმცა არასდროს ვლაპარაკობთ ისეთ ამბებზე, რომლებიც სტადიონების, მოედნების, რბოლის ტრასების, ტატამების მიღმა ხდება. მსგავსი ღონისძიებები კი სწორედ სცენის მიღმა დარჩენილი საინტერესო ისტორიების ქართულ აუდიტორიამდე მიტანას ისახავს მიზნად“, -- აღნიშნა ქეთევან ებანოიძემ.

ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელის, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის თქმით, წარსულში ჩვენს ქვეყანას არაერთი უცხოელი ვარსკვლავი სწვევია, თუმცა მათთან პირისპირ შეხვედრები არასდროს გამართულა და, შესაბამისად, არც გულშემატკივარს მისცემია მათთვის შეკითხვების პირისპირ დასმის საშუალება.

„ასეთი შეხვედრები კი ქართველ გულშემატკივრებს კომუნიკაციის ფართო შესაძლებლობას აძლევს და ძალიან საინტერესოა. მისი მეშვეობით, საზღვარგარეთ საქართველოსაც უკეთ გაიცნობენ“, -- მიიჩნევს შოთა არველაძე.

მან საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად სპორტული კარიერიდან დასამახსოვრებელი და სახალისო ისტორიები გაიხსენა და წლის მთავარ სპორტულ მოვლენაზე -- საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ისაუბრა.

ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული მიღწევა სცენიდან მიულოცეს ღონისძიების მთავარმა სტუმრებმა, ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდებმა: კლარენს ზეედორფმა და პატრიკ კლუივერტმა.

„ქვეყნის მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, როცა პატარა სახელმწიფო ხარ, ეს შენს უპირატესობად უნდა გამოიყენო და პროცესებიც უფრო ჭკვიანურად წარმართო. ურუგვაი ამის შესანიშნავი მაგალითია. მჯერა, ქართველები სწორედ ახლა იმკიან ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთში ჩადებული დიდი შრომის შედეგს“, -- აღნიშნა კლარენს ზეედორფმა.

ნიდერლანდელი სტუმრების შეფასებითვე, ფორუმი ძალიან შემეცნებითი აღმოჩნდა ყველასათვის, ვინც იქ „რამის სასწავლად და კითხვების დასასმელად“ მივიდა.

ღონისძიების ორგანიზატორთა მიზანია, სპორტზე თხრობის ფორუმი რეგიონში სპორტის გულშემატკივრებისა და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი გახდეს.

მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

30 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურ

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას 28 მაისიდან შეძლებენ

29 აპრილი, 2024 , 15:48

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავრონ, არაუმეტეს 30 დღისა. უწყების ცნობითვე, ჩინეთში მთლიანი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატ

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29 აპრილი, 2024 , 15:24

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნ

უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

29 აპრილი, 2024 , 14:42

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. მათივე ცნობით, 2 მაისიდან ჰაერის ტემპერ

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს

29 აპრილი, 2024 , 12:14

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას კიდევ ერთი პარტნიორი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) შეუერთდა. ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორ

გუშინდელ აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება - ომბუდსმენის განცხადება

29 აპრილი, 2024 , 11:13

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 28 აპრილის საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, დაკავებული პირები მოინახულეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი