უკან
პოლიტიკა
30 დეკემბერი, 2016 18:40
საქართველოს 1 იანვარს ჯონ მაკკეინი ეწვევა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, 1 იანვარს საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში მაკკეინი კრწანისში, ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასების ცენტრს ეწვევა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ჯონ მაკკეინი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ქვეითი და საზღვაო ძალების წარმომადგნელებს შეხვდებიან და ახალ წელს მიულოცავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკკეინთან ერთად საქართველოს სენატორები, ლინსი გრემი და ემი ქლოუჩერიც ეწვევიან.
ნინო ექვთიმიშვილი