უახლესი ამბები
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა
საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 7 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, წეროვანში, 9.000 კვ.მ ფართობზე ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც პროდუქციის შოურუმსა და სასაწყობე სივრცეს აერთიანებს. კომპანიას ქართულ ავტოინდუსტრიაში საბითუმო ვაჭრობისა და ბიზნეს პარტნიორობის ჰაბად ქცევა აქვს მიზნად დასახული.
ოტო მოტორსი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს. ის სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ვითარდება და ძლიერდება. ამის დასტურია, წეროვანში ახალი პროექტის - შოურუმისა და სასაწყობე სივრცის გახსნა. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნება ახალი სამუშაო ადგილები და ძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკა. აღნიშნული პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შეინარჩუნოს. სამომავლოდ კომპანიას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - თსუ-თან სტუდენტებმა ბანერი გამოფინეს
29 სექტემბერი, 2025 , 16:28

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნებანკში გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
29 სექტემბერი, 2025 , 16:20
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
29 სექტემბერი, 2025 , 15:13