უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 თებერვალი, 2026 13:45
font-size

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

საქართველოს ბანკის მიერ, ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერებისთვის შექმნილი პროექტ Creator-ის გამარჯვებული ცნობილია.

მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc) გადავიდა.

ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით.

“ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. გახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავს, რომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათ. ეს ის მომენტია, როცა არ გაქვს უფლება გაჩერდე. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზე, თუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხი, სიხშირე, საინტერესო შინაარსი. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ნდობა, რომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერება, ვაკეთო ის, რაც მინდა - ამისათვის კი საჭიროა, გადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე”, - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი.

ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.

ფინალური ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/@argacherde.

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

17 თებერვალი, 2026 , 14:15

ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი - ეს საქართველოს ბანკის ახალი YouTube პროექტია. პროექტი “ფორმაში” მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპ

18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი

17 თებერვალი, 2026 , 13:51

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგ

საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო

17 თებერვალი, 2026 , 13:21

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება

კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

16 თებერვალი, 2026 , 17:35

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში, საპატრიარქოს კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით,  მოსწავლე ბულინგის მსვერპლია, რის გამოც მან თვითმკვ

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16 თებერვალი, 2026 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენ

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი