უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2018 13:35
font-size

საქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ბანკომატების უსინათლო პირებისთვის ადაპტირების შესახებ. ადაპტირების პროექტი, საქართველოში პირველად, განხორციელდა საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლი ხე“-ს ორგანიზებით. უსინათლო პირებს, შესაძლებლობა აქვთ სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბანკომატებით.

ადაპტირების პროცესში მოხდა ბანკომატების ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა და არსებული სისტემის HTML ფორმატზე გადაყვანა, რაც თავის მხრივ ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურთსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ. ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. ბანკომატების ადაპტირების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული უსინათლო პირები, რამაც შესაძლებელი გახადა, ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციები მათ საჭიროებაზე მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული.

აღსანიშნავია, რომ უსინათლო პირებისათვის ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით მათ საჩუქრად გადაეცემათ ყურთსასმენები. ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, ბანკომატზე ყურთსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია, პროცესის აღწერა, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად და დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები როგორიციაა: თანხის განაღდება, პინ კოდის შეცვლა, ნაშთის შემოწმება და ა.შ

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ მუდმივად ზრუნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საბანკო მომსახურების და ბანკის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდაზე. საქართველოს ბანკის ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირება და მათი ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა ამ ეტაპისთვის დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჯამში ადაპტირებულია 10 ბანკომატი. პროცესი გრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი