უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივნისი, 2019 16:04
font-size

საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაიანჩევასთან გაიმართა.

საქართველოს პარლამენტისა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ამ კუთხით, არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

ცვეტა კარაიანჩევამ ირაკლი კობახიძეს ბულგარეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

„ჩვენი ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას, ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ბულგარეთი ევროკავშირის და ნატოს ამაყი წევრია და ჩვენ ვაფასებთ თქვენს მზადყოფნას, გაგვიზიაროთ გამოცდილება ამ მიმართულებით. ჩვენ, ასევე, ვაფასებთ თქვენს აქტიურ ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ეს ასპექტი სარგებელს მოუტანს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობისთვის და მოტივირებულები ვართ, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. ჩვენს ქვეყნებს, ერთობლივად, შეუძლიათ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდების ფუნქცია შეასრულონ და ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევა მეტ დინამიზმს შესძენს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობას და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა საერთო სულიერ და კულტურულ მსგავსებას და მემკვიდრეობას. ჩვენ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ და გამოვიყენოთ, როგორც საერთო საფუძველი ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებისთვის“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიზიტის პირველ დღეს, შეხვედრა, ასევე გაიმართა ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, უცნობი ჯარისკაცი საფლავი გვირგვინით შეამკო.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი