პოლიტიკა
საქართველოს ჰყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია და დაპატიმრება არ სურდათ. ბურჯანაძე მათ ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.
„ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა, სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება არ უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება.
ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის „პალტოებთან“ და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ.
ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუკი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს ჰყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


