უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2025 16:33
font-size

`საქართველოს ხელისუფლების არაღიარება, ახალი არჩევნების ჩატარება, ივანიშვილის დასანქცირება და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება` - Renew europe-ს რეზოლუციის სამუშაო ვერსია

"მთავარმა არხმა" ევროპარლამენტში, კიდევ ერთი ჯგუფის - Renew europe (განაახლე ევროპა) რეზოლუციის სამუშაო ვერსია მოიპოვა, რომელიც საქართველოს ეხება. ეს ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიისა და ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფის მსგავსად ითხოვს, ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასანქცირებას.

გარდა ამისა, რეზოლუციის სამუშაო ვერსიის თანახმად, Renew europe წევრები ითხოვენ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამგუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, მის მიმართ დაკავების დროს და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას.

ამასთან, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში საუბარია გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებზე და აღნიშნულია, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ხოლო საარჩევნო გარემო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

Renew europe მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, არ ჩართონ ქართველი ოფიციალური პირები საერთაშორისო შეხვედრებში და შეაჩერონ მაღალი დონის თანამშრომლობა პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის გადაწყვეტამდე".

"[ჯგუფი] მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს გაავრცელონ მკაფიო განცხადებები არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარების შესახებ და მოითხოვონ ახალი არჩევნები; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გაასაჩივროს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო;

[ჯგუფი] გამოხატავს შეშფოთებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატის გამო; ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, გარდა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების სრული აღდგენისა, გამოიწვევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას და დამატებით სანქციებს; გამოხატავს შეშფოთებას პარტია "ქართული ოცნების" მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის შემოღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომ გამკაცრებას, როგორიცაა ახალი კანონი მედიის შესახებ.

ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ისევე როგორც ნიკა მელისასა და გიგი უგულავას ძალადობრივ დაკავებას, რაც პოლიტიკური ძალადობის ესკალაციად მიგვაჩნია. ეს არის პოლიტიკური ფიგურების დაშინებისა და საქართველოში დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს და დაუწესონ მაქსიმალურად ფართო და ეფექტური პირადი სანქციები საქართველოს იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონებისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ძალადობასა და არაჰუმანურ მოპყრობაზე, ასევე მოსამართლეებს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, მედიის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც მხარს უჭერენ არადემოკრატიულ რეჟიმს. სასურველია, ეს მოხდეს ევროკავშირის დონეზე და, თუ ეს შეუძლებელია, ორმხრივად და კოორდინირებულად. კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს, ასევე ჩამოართვან მას საპატიო წოდებები და ორდენები, საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაიარესებაში მისი დიდი როლის გამო.

მოუწოდებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს მომავალ სხდომაზე და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე საქართველოს წარმომადგენლად", - წერია რეზოლუცს დრაფტში.

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „