უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2017 16:30
font-size

საქართველოს ყველა კუთხეში ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ ერთსულოვანი განწყობა იყო - ეკა ბესელია ქორწინების საკონსტიტუციო ჩანაწერზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, ქორწინების განსაზღვრა, როგორც ქალისა და კაცის ერთობის, მოსახლეობასთან იყო შეთანხმებული საერთო-სახალხო განხილვების დროს.

„კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა იყო კონსტიტუციური ცვლილების პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო წინა პარლამენტშიც და ამას მოჰყვა საერთო-სახალხო განხილვა. ჩვენ თუ პატივს ვცემთ მოსახლეობასა და მის დამოკიდებულებას, პატივი უნდა ვცეთ იმ პროცესს, როდესაც საქართველოს ყველა კუთხეში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა, ჩავატარეთ საერთო-სახალხო განხილვა და ამ ცვლილების მიმართ იყო ერთსულოვანი განწყობა. მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც. ამასთან, ეს ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს და თუ ჩავხედოთ ადამიანის უფლებების და თავისუფლების ევროპული კონვენციის მე-12 მუხლში, სადაც საუბარი ქორწინებაზე, სწორედ ქალი და კაცი წერია. მე არა მგონია, რომ ჩვენ ამ ჩანაწერზე უარი უნდა ვთქვათ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ინიციატივას ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ. მათი განცხადებით, ის ჰომოფობიურ კონოტაციას შეიცავს და აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ლგბტ-თემის წარმომადგენელთა მიმართ.

NGO-ების აზრით, ერთსქესიანთა პირების დაქორწინების უფლების უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი