უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2019 20:10
font-size

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი 17 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სათაო ოფისში შედგა შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, გამოწვევებზე, თანხვედრ სირთულეებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

„საუბრისას აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, გაერთიანება იმ მთავარი კულტურულ-რელიგიური ღირებულებების გარშემო, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. თავის მხრივ, ბატონმა აპატურაიმ სრული მხარდაჭერა და მხარში დგომა აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს და ბრძანა: ,,როდესაც ვამბობთ, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს, ვდგავართ სწორედ იმ ღირებულებების მხარდამხარ, რომლებიც თქვენი ერის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს”.

ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეები ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, პატრიკ ვოლერს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მასპინძლებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკლესიის მხრიდან საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური მუშაობა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან უშუალო თანამშრომლობისა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ევროპარლამენტში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებთან. ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილეს, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის (TBC) წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

19 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“.

სემინარზე საქართველოს მხრიდან მომხსენებლები იყვნენ: ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი, თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი