უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღება გართულდება - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე მოითხოვს თავშესაფარს, მას მაინც გამოაბრუნებენ საქართველოში, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად.
როგორც საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღება სხვა ქვეყანაში გართულდება.
მინისტრის მოადგილემ ვიზის ლიბერალიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამუშავდება გარკვეული შეზღუდვები, რათა ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.
„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად გაითვალისწინონ, რომ მაინც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ითვლება უსაფრთხო ქვეყნად საქართველო. მაგრამ ეს იქნება დაკავშირებული მათ პირად დიდ ხარჯთან, ისევე, როგორც ზიანთან, როგორც მათი მიმართულებით, ასევე, ქვეყნის მიმართულებით,“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.