უკან

საზოგადოება

10 ნოემბერი, 2017 17:00
font-size

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტს დიდიე კუაფარს შეხვდა.

მარიკა გოგოლაძე მექსიკაში, ქ. კანკუნში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოსა და წევრი ნოტარიატების საერთო კრებას ესწრება და სხდომების მუშაობაში მონაწილეობს.

შეხვედრის სურვილი ფრანგულმა მხარემ გამოთქვა. საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბლოკჩეინის სანოტარო აქტებთან კავშირითა და ონლაინ სანოტარო სერვისით დაინტერესდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მას დეტალურად გააცნო ქართული ნოტარიატის მიღწევები, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები. საქართველო მსოფლიოში ჯერ კიდევ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინში სრულდება, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი კომფორტია.

დიდიე კუაფარმა სანოტარო საქმისწარმოებაში ელექტრონული ხელმოწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთში ნოტარიუსთა უმრალვესობა უკვე ამ სერვისით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც გეგმავს ნოტარიატში ელექტრონული ხელმოწერების დანერგვას, რაც ასევე გაამარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქართველი კოლეგა საფრანგეთში მიიწვია. მარიკა გოგოლაძემ დიდიე კუაფარს საჩუქრად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს ფორმის მედალიონი გადასცა.

კანკუნში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას ნოტარიუსი დავით ოყროშიძეც ესწრება. იგი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი