უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 იანვარი, 2017 14:05
font-size

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 31 იანვარს პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შეხვედრებს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან, კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროკომისრებთან-დიმიტრი ავრამოპულოსთან და იოჰანეს ჰანთან, ასევე, ევროპარლამენტის წევრ ანა გომეშთან გამართავენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „