უკან

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2016 18:45
font-size

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის`` მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარეც საქართველოა. 2017 წლიდან კი, საქართველო OGP -ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

სამიტში, რომელიც 7-9 დეკემბერს პარიზში ჩატარდება, 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე“ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი სამიტის მონაწილე პარტნიორებს მიმართავს და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს.

საფრანგეთის დედაქალაქში, სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები და ჟურნალისტები გლობალური გამოწვევების ფონზე „ღია მმართველობის დღის წესრიგთან“ დაკავშირებით, გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბებიან.

საქართველოდან „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს'' აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დედაქალაქის თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის მონაწილეები განიხილავენ გამჭვირვალობის, ანტიკორუფციულ და კლიმატის საკითხებს და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებს.

სამიტის მონაწილეები 300-ზე მეტ პანელზე და სემინარზე გაცვლიან გამოცდილებას და მოაწყობენ ღია მმართველობის იმ შემთხვევების პრეზენტაციებს, რომლებმაც მოქალაქეთა ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარეს კლოდ ბარტოლონეს, ეწვევა საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტს და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდება.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი