უკან

საზოგადოება

25 მაისი, 2017 18:30
font-size

,,საქართველოს რკინიგზა’’ ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ აქციაში ჩაერთვება

27 მაისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში), გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია ,,საქართველოს რკინიგზაც.’’

როგორც მედიანიუსს ,,საქართველოს რკინიგზიდან’’ აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებაში რკინიგზელები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვაა. რკინიგზელთა შვილებისათვის კი, სხვადასხვა სახის თამაშებია დაგეგმილი.

,,ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება ახალ წამოწყებას. საქართველოს რკინიგზა პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგავს ხეებს. ამავდოროულად გამოიწვევს სხვა ორგანიზაციებს, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ დაირგვება შესაბამისი რაოდენობის ხეები.

ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა.

საქართველოს რკინიგზა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. რკინიგზელები ამჯერადაც არ დაარღვევენ ტრადიციას და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგს დარგავენ’’, - აცხადებენ ,,საქართველოს რკინიგზაში.’’

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი