უკან
არქივი
საზოგადოება
23 ივლისი, 2017 09:45
საქართველოს რკინიგზის განცხადება
საქართველოს რკინიგზა მომღერალი ქეთი მელუას კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 23 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე, ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის, ასევე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, 23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებლებზე დაემატება გაჩერება „Black Sea Arena“-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე, - აღნიშნულია განცხადებაში.