უკან

საზოგადოება

24 იანვარი, 2020 16:25
font-size

საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეკრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დიასპორასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების ხედვების თაობაზე ინფორმაციის გაცნობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში მოეწყო პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც წარდგენილ იქნა ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ვებ-პორტალი – gda.ge, განხილულ იქნა ვებ-პორტალის სტრუქტურა, მიზნები და შესაძლებლობები. მოწვეულ მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ცალკეული სამთავრობო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ.

ამასთან, შეხვედრაზე განხილული იქნა 2020 წლისათვის საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტები, საუბარი შეეხო მათი განხორციელების პროცესში საქართველოს მოქალაქეების თანამონაწილეობისა და ჩართულობის საკითხებს. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს კორეის ცალკეულ ფონდებთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან დაგეგმილი გასატარებელი სამუშაოების შესახებ, რომლის მიზანსაც საქართველოს მოქალაქეებისათვის კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე წლისათვის სტიპენდიებისა და სხვა სახის დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს.

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი