უკან

პოლიტიკა

6 მარტი, 2018 16:55
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ სქართველოსა და ბონია-ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რისთვისაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორივე ქვეყნის საერთო მიზანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ის წარმატება მიულოცა, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორივე ქვეყნისთვის დემოკრატიული, ეკონომიკური, ინსტიტუციური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი განმაპირობებელია. საქართველოს ვიცე პრემიერმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხრეს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი მიზნების შესახებ, მათ შორის გააცნო ევროკავშირში ინტერგაციის, საგზაო რუკა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა როგორც საგარეო-პოლიტიკური მისწრაფების, ასევე ამ გზაზე რეფორმების იმპლემენტაციისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მათ შორის აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკური შესაძლებლობებით კარგ პლატფორმას ქმნის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატება ტურიზმის სექტორში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა რესპუბლიკა სერბსკაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ჩასვლის ფაქტზე ოფიციალური სარაევოს მტკიცე პოზიციაში, აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საჭიროებას. მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი