უკან

საზოგადოება

23 მარტი, 2019 12:24
font-size

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს.

ანგარიში ეხება ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებასა და სოციალური მუშაკის ჩართულობას, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება. ასევე, პოზიტიურად ფასდება რისკების შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის ინსტრუქციის შექმნა. აღნიშნულია, რომ ძალადობის კუთხით გამკაცრებულმა სასჯელმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროს მხრიდან რეაგირების პროცესი.

სახელმწიფო აუდიტმა ხაზი გაუსვა 2018 წელს, ოჯახში დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობის შემცირებას, რასაც უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და გამკაცრებულ რეაგირებას უკავშირებს. ასევე, ყურადღება გამახვილებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მზარდ რაოდენობაზე, რაც ასევე სამინისტროს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ღონისძიებები წინგადადგმული ნაბიჯია და ძალადობის შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას თვისობრივად აუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი 2018 წელს დაიწყო. სამინისტრომ სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გამომძიებელთა შესაძლებლობები და გაზარდა გამოძიების ხარისხი.

შედეგად, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც. აღნიშნულ ანგარიშში გამოკვეთილია სამინისტროს მიერ სამართალდამცველთა პროფესიონალიზმის ამაღლებისა და 2018 წელს განხორციელებული აქტივობების როლი, რომლის მიზანიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი