უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ პირველად გაიმართა და მასში თამაზ თამაზაშვილმა გაიმარჯვა.

კონკურსში მონაწილეობდა 10 სომელიე, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს, ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იყო.

ფინალისტთა შესარჩევი ტური კონკურსის წინა დღეს გაიმართა. 10 მონაწილედან ფინალში სამი სომელიე გადავიდა. გამარჯვებული სომელიე 2019 წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში და იასპარეზებს კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.

„ამ ღონისძიებით დასრულდა ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“. სომელიეს პროფესია საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. სომელიე წარუდგენს და სთავაზობს მომხმარებელს ღვინოს, სწორედ ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ეს ხალხი არა მხოლოდ წარადგენს და ყიდის, არამედ გადასცემს ღვინის კულტურას, ის უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ წარდგენილ ღვინოზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ღვინის სწორი მოხმარების კულტურა, რაშიც სომელიეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში, 5-დან 21 ოქტომბრამდე, ღვინის ფესტივალები თბილისში, თელავში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართა. „ქართული ღვინის დღე“ 2014 წლიდან აღინიშნება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი