უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2020 17:00
font-size

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ესეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ ინაიშვილი კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ მიერ გამოცხადებული ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსის გამარჯვებული გახდა. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტის საკონკურსო თემამ - „COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე“, კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, გამარჯვებულს სერტიფიკატთან ერთად ფულადი ჯილდო, 500 ევრო გადაეცა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი აღნიშნავს, კონკურსში გამარჯვება მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმული იქნება, რომ მსგავს კონკურსებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა.

„როდესაც ჩემს სახელს აცხადებდნენ, სიხარული ვიგრძენი და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე. სწორედ ეს ემოცია მჭირდებოდა მომავალი სტიმულისთვის. შემდეგისთვის უფრო მეტად მონდომებული ვიქნები, რომ მივიღო მონაწილეობა მსგავს პროექტებში და ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოვაჩინო. კონკურსში გამარჯვება ჩემი ხელმძღვანელისთვისაც სასიხარულო იყო - ის ჩემთან ერთად ბევრს მუშაობს და მხარს მიჭერს“, - ამბობს მარიამ ინაიშვილი.

პროექტში საქართველოს 15 უნივერსიტეტი მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო 100 პროექტი. კონკურის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის შენობაში შედგა. ღონისძიება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის აღსანიშნავად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით, 2020 წლის მაისში დაიწყო.

სტუ-ს ინფორმაციით, კონკურსის ჩატარების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო.

„მარიამ ინაიშვილმა დოქტორანტურაში ჩაბარებამდე სტუ-ის სატრანპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის საბაკალავრო და ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამები დაამთავრა, ამჟამად ინფორმატიკის სპეციალობას ეუფლება, პარალელურად კომპანია „სქაი ლოჯისტიქსში“ ლოგისტიკის მენეჯერად მუშაობს და უკვე მეორე შვილს ელოდება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდიდან შეიტყო და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საკონკურსო თემაზე მუშაობა გადაწყვიტა. სტუ-ის 28 წლის დოქტორანტმა საკონკურსო ნაშრომში დეტალურად ასახა ის პრობლემები, რაც მის კომპანიაში პანდემიის პერიოდში წარმოიშვა“, - აცხადებენ სტუ-ში.

„საკონკურსო თემა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შევარჩიე და შესაბამისი კვლევა წარვადგინე. პანდემიის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩემი სადოქტორო ნაშრომიც და სამუშაო სფეროც ლოგისტიკას უკავშირდება. პანდემიის დროს მიწევდა მუშაობა და უშუალოდ შეხება იმ პრობლემებთან, რაც Covid-19 -მა გამოიწვია. პანდემიამ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და შექმნა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროზეც. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ თუ პროექტს ამ კუთხით გავაკეთებდი ის აუცილებლად გაიმარჯვებდა, რადგან ტრანსპორტი მნიშვნელოვანი დარგია ქვეყნისთვის და მისი ეფექტურად მართვა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე“, - აღნიშნავს მარიამ ინაიშვილი და დეტალურად იხსენებს, თუ რა საკითხები განიხილა საკონკურსოდ წარდგენილ ნაშრომში.

„პროექტის შესაქმნელად რამდენიმე დღე დამჭირდა. ძირითადი ინფორმაცია სწორედ იმ სამუშაო პროცესიდან გამოვიყენე, რაშიც უშუალო მონაწილეობას ვიღებდი. რეალურად ვხედავდი, თუ რა ხდებოდა ტრანსპორტის სფეროში, რა ცვლილებებს განიცდიდა საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტი. ამასთანავე, ზუსტი ინფორმაცია მქონდა იმ პრობლემების შესახებ, რაც სასაზღვრო და საბაჟო სექტორში მიმდინარეობდა. პროექტში ასევე გამოყენებული, მქონდა 2019 -2020 წლის საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები, რაც ხელმისაწვდომი იყო საქართველოს ეკონომიკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. არსებული მონაცემებითა და პანდემიით შექმნილი სიტუაციის ხედვიდან გამომდინარე, შევიმუშავე მომავლის პროგნოზები, განვიხილე მომავლის ის ხედვები და მეთოდები, რომელიც დაგვეხმარება ევროპასთან მომავალი ურთიერთობის მეტად გაღრმავებაში“, - განმარტავს სტუ-ის დოქტორანტი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი