უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 დეკემბერი, 2018 10:50
font-size

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

გუშინ სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

მომჩივნები ჩიოდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა), დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა), კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-8 მუხლითა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტით (ეს უკანასკნელი მუხლი მითითებული იყო მხოლოდ კუდუხოვას საქმეში) უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.

ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანთა მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ გამოეწვია აღნიშნული მუხლების დარღვევა. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებმა ვერ მოახერხეს prima facie მტკიცებულებების წარდგენა მათი საკუთრების დაზიანების ან განადგურების თაობაზე. მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის პერიოდში მომჩივნების მცირე ხნით სხვა ქვეყანაში (რუსეთში) გადაადგილება ვერ ჩაითვლებოდა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად.

ზემოაღნიშნული პირებიდან მხოლოდ ერთი მომჩივნის - ჯიოევას საჩივრის ნაწილზე, ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, არსებული საქმის მასალების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეთხოვა მხოლოდ ამ მომჩივნის მოცემულ კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენა.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი