უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

საქართველოს ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა

21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. ვიზიტის ფარგლებში როუზ გიოტმიოლერი საჯარო ლექციას წაიკითხავს ქართველი სტუდენტებისთვის. აგრეთვე დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას.

აღნიშნული ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.

ივლისში გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც პირველად ისტორიაში საქართველოს საკითხზე გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე, ახლა უკვე გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ცხადყოფს ნატო-საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი