უკან

პოლიტიკა

2 მარტი, 2017 11:35
font-size

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

საუბრის ერთერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ განხორციელებით რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის თავიდან აცილების მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავ მიუწვდომელი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომელსაც მიუხედავად მისი მანდატისა, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტსაც.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ბელარუს კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ეკონომიკური რეფორმების, ასევე ელექტრონული მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით.

აღინიშნა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის.

სახელმწიფო ლიდერებმა განათლებისა და ინოვაციების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

როგორც შეხვედრისას განაცხადეს, საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება 2015 წლის აპრილში საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტების შეხვედრისას იყო მიღებული, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი