უკან
პოლიტიკა
22 ოქტომბერი, 2019 10:35
საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო - სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.