უკან

პოლიტიკა

23 მაისი, 2017 14:15
font-size

საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში - გიორგი კვორიკაშვილი

ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის დააღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ეს პროექტი, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის“ აღორძინების დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

თურქეთის პრემიერ–მინისტრ განმარტებით, ბოლო 25 წელის მანძილზე თურქეთმა გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთან და დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას. ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებს განსაზღვრავს.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს და თურქეთის პრემიერ–მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის განცხადებას,“ რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.
დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას“; დეკლარაციას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ“; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას"; „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი