უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2025 14:01
font-size

საქართველოში ე.წ. დიპლომატები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან - კახა კალაძე

საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას.

მისი თქმით, ყველაფერი უკვე ხელისგულზე დევს და საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა.

„წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის შენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვე ყველაფერი ხელისგულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა თბილისი მერმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი გონიერია და მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გააანალიზა, „თუ რა ხდებოდა ქვეყანაში უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები“.

„შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩვენთან ერთად, ქვეყანა აარიდა ძალიან დიდ უბედურებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2025 , 14:49

ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 4 ოქტ

„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:38

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარი აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახ

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შე

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება

10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითა

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი