უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 თებერვალი, 2026 13:48
font-size

საქართველოში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების ორმოცდამეშვიდე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

11 თებერვალს თბილისში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ხუთასამდე მოწვეული სტუმარი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ლაშა დარსალია, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, სამხედრო ატაშეები, ასევე კულტურის, ეკონომიკის, პრესის და სხვადასხვა სფეროთა ცნობილი სახეები, საქართველოში მცხოვრები ირანელები.

ღონისძიებაზე, ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, ნაჩვენები იქნა ირანის ისლამური რევოლუციის წარმატებათა, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების და პოტენციალის ამსახველი ვიდეო.

შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ ისაუბრა გასული 47 წლის მანძილზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. მან ხაზი გაუსვა ირანის ნებას, განამტკიცოს საკუთარი პოზიცია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს დიპლომატიას და მოლაპარაკებებს გამოწვევების აღმოფხვრის მხრივ, მეორე მხრივ კი ხაზი გაუსვა, რომ ირანი სრულიად მზად არის წინ აღუდგეს მტრების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ მუქარას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ლაშა დარსალიამ მიულოცა ირანელ ხალხს და ირანის ხელისუფლებას ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავი. მან განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა: საქართველოს მთავრობა მზად არის, რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინსვლის მიზნით, ირანთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

შემდეგ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა უნიკალური დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ირანი პირველი სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც 1918 წელს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა მედიცინის და ფარმაცევტული სფეროების მიმართულებით. ასევე გამოფენილ იქნა ხელოვნების და ხელნაკეთი ნაწარმის ნიმუშები.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი