უკან

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2020 15:30
font-size

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ