უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2018 13:15
font-size

საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის.

„საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ისე, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ხდება მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა.

შესაბამისად, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში მითითებული არ არის უარის კონკრეტული დეტალები, დასახელებული არ არის თავშესაფრის მაძიებლებისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძვლებიც კი, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი ან სხვ.

კვლევის შედეგად იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა:

იმის გამო, რომ თავშესაფრის მაძიებლებს და არც მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს არ აქვთ დასახელებული ინფორმაცია, ისინი ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

იმის გამო, რომ დასახელებული ინფორმაცია მოცემული არ არის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს.

IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზებით.

IDFI-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს. შესაბამისად, IDFI-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები, სადაც მოპასუხეს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო დავის საგანს კი სამინისტროს მიერ აპელანტთათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლით თავშესაფრის მინიჭებაზე უარი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნა წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა ყველა იმ გადაწყვეტილებისა და განჩინების ასლი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში იქნა გამოტანილი"- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი